logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: ქვეყანას ნორმალური პრეზიდენტი რომ ჰყოლოდა, მსგავს აღიარებებზე ავტომატურად ჩამოვართმევდი საქართველოს მოქალაქეობას და უკრაინას გავავსებდი ამ უსამშობლო ბალასტით
- +

19 მაისი. 2023. 20:08

"აღიარებით ჩვენებას - მივესალმებით. სექტის პოლიტიკური სასამართლო თუ გვეღირსა - მტკიცებულებად გამოვიყენებთ. მაგრამ...სულ რომ ასე ფიქრობდე - ასეთი შემართებით და სიამაყით ამას რა გალაპარაკებს?," - ასე მიმართა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა სოციალური ქსელის მეშვეობით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ თინათინ ბოკუჩავას, მისი იმ განცხადების საპასუხოდ, სადაც ბოკუჩავამ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სასარგებლოდ წინა ხელისუფლების მხარდაჭერაზე ისაუბრა.

დავით ქართველიშვილი თინათინ ბოკუჩავას განცხადებას აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ ეს პრაქტიკულად, აღიარებითი ჩვენებაა მისი მხრიდან.

უდიდესი განსხვავება არისო 2009 და 2023 წლებს შორის. უდიდესი გეოპოლიტიკური განსხვავებაო. მოცემულობები სულ სხვა არისო. 2009 წლის რუსეთი და წლევანდელი რუსეთი რა შესადარებელი არისო ერთმანეთთან. მაშინ მხოლოდ საქართველოს ნაწილი ჰქონდაო მას ოკუპირებული. და ისიც, რა ექნა, თუკი ომი ქართულმა ჯარმა დაიწყო. ამიტომ, რუსეთი იმსახურებდა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. მაშინ მეც ვღებულობდიო ამ პროცესში მონაწილეობას, იმიტომ რომ ამაზე ამერიკიდან მივიღეთ დავალება. და „ხაზეინის" მითითების შეუსრულებლობას ეხუმრებით? დღეს კი - სხვა მოცემულობაა. დღეს უკვე უკრაინის ნაწილია ოკუპირებული და ამ ორი მოცემულობის შედარება ერთმანეთთან შეიძლება?

ეს რომ ასეა - ვიცით. აღიარებით ჩვენებას - მივესალმებით. სექტის პოლიტიკური სასამართლო თუ გვეღირსა - მტკიცებულებად გამოვიყენებთ. მაგრამ...სულ რომ ასე ფიქრობდე - ასეთი შემართებით და სიამაყით ამას რა გალაპარაკებს? პატარა გოგოც აღარა ხარ - 10 დღეში 40 წლის ხდები. ქვეყანას ნორმალური პრეზიდენტი რომ ჰყოლოდა, მსგავს აღიარებებზე ავტომატურად ჩამოვართმევდი საქართველოს მოქალაქეობას და უკრაინას გავავსებდი ამ უსამშობლო ბალასტით. მაგრამ, სადაა კარგი ცხოვრება, თვითონაა გასაშვები სადმე და ვერ მოგვიცილებია“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner