უკრაინა რუსული ამიაკის ტრანზიტის დაშვებას განიხილავს, თუ მარცვლეულის შეთანხმება გაფართოვდება და უფრო მეტ უკრაინულ პორტებსა და საქონლის ფართო სპექტრს მოიცავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი უკრაინის სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინის სამთავრობო წყარომ Reuters-ს განუცხადა, რომ შეთანხმების ენა არ მოიცავს რუსული ამიაკის ტრანზიტს უკრაინაში.
რუსეთი, ამიაკის მთავარი ექსპორტიორი, ითხოვს ამიაკის მიწოდების განახლებას ტოლიატიდან ოდესის მახლობლად მდებარე პორტში, რომელიც განკუთვნილია ყოველწლიურად 2.5 მილიონ ტონამდე ამიაკის გადასატანად.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ასევე მხარი დაუჭირა ამიაკის მიწოდების განახლებას, რათა დაეხმაროს გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
მარცვლეულის შეთანხმებაში მხოლოდ სამი უკრაინული პორტია მოცემული. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, რომ შეთანხმება მეტ საქონელსა და პორტს მოიცავდეს.