"კოლექტიური ნაცმოძრაობა ორი - 7 ნოემბრისა და 26 მაისის უსასტიკესი დარბევის ავტორია და შეგახსენებთ, რომ ეს არ იყო მხოლოდ მომიტინგეების უსასტიკესი დარბევა უსასტიკესი მეთოდებით," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
„7 ნოემბერს მოხდა ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა და შემდეგ მოროდიორული ფორმით ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისგან ამ ტელეკომპანიის მიტაცება. ანუ ეს არ იყო უსასტიკესი დარბევა, ამას ჰქონდა თავისი გაგრძელება, მიზნები და ამაშიც იყო ძალიან დიდი სისასტიკე.
რაც შეეხება 26 მაისს, ამის გაგრძელებასაც შეგახსენებთ: ამის შემდეგ რამდენიმე დაღუპული ადამიანი ვითომ იპოვეს ჯიხურების თავზე. ეს არის თქვენი სახე. ამ ყველაფრის ავტორები დღეს უსვამენ კითხვას შს მინისტრს, თუ რამდენად პროპორციული იყო ის ოპერაცია, რომელიც მოძალადე დემონსტრანტების წინააღმდეგ 7-8 მარტს ჩატარდა“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.