"როდესაც ძალადობა ხორციელდება ასეულობით მომიტინგის მხრიდან, ასეთ დროს ნებისმიერი, კონკრეტულად არამოძალადე მომიტინგე ამაგრებს ამ ძალადობას და ეს ხდებოდა და ეს იყო სურათი, რაც ჩვენ 7-8 მარტს გვქონდა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც 7-8 მარტს ცოტა შორიდან, მაგრამ აკვირდებოდა და უყურებდა ძალადობს, იყო ძალადობის თანამონაწილე.
„ძალადობა არ ნიშნავს უშუალოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლას, ყველა იყო ძალადობის გარკვეული ფორმით გამმაგრებელი და შესაბამისად თანამონაწილე.
შეკრება, თავიდან ბოლომდე იყო ძალადობრივი, აქედან გამომდინარე არსებობდა შეკრების დაშლის ლეგიტიმური უფლება. დღეს, კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები „მოლოტოვის კოქტეილებს“ სროლას ამართლებენ. ეს არის თქვენი („ნაციონალური მოძრაობა) სახე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.