logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ პოლიციელს და მადლობა იმისთვის, რა გმირობასაც სჩადიან ყოველდღიურად, როდესაც უდიდესი რისკის საფასურად ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას იცავენ
- +

19 მაისი. 2023. 21:00

"ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ პოლიციელს და მადლობა იმისთვის, რა გმირობასაც სჩადიან ყოველდღიურად, როდესაც უდიდესი რისკის საფასურად ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას იცავენ,"- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დღეს პოლიცია არის დემოკრატიული საქართველოს დემოკრატიული პოლიცია, რასაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩვენებს.

„პოლიციის საკითხთან დაკავშირებით რომ გამოვდივარ-ხოლმე, შეიძლება სუბიექტური ვიყო. მოგეხსენებათ, ეს ჩემგან გასაკვირი არ იქნება. არცერთ პოლიციელს ეს არ გაუკვირდება. ჩემი დიდი პატივისცემა თითოეულ მათგანს და მადლობა იმისთვის, რა გმირობასაც სჩადიან ყოველდღიურად, როდესაც უდიდესი რისკის საფასურად ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას იცავენ. დღეს ეს არის დემოკრატიული საქართველოს დემოკრატიული პოლიცია და ყოველ ფეხის ნაბიჯზე აჩვენებენ-ხოლმე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner