logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი თამარ ჩერგოლეიშვილს: აქამდე როგორ არ გაგიჟდი, თამარ?
- +

3 სექტემბერი. 2016. 10:55



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი ტელეკომპანია „ტაბულას" დირექტორ თამარ ჩერგოლეიშვილის იმ პოსტს პასუხობს, რომელიც ჩერგოლეიშვილმა ვაკეში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით გამოაქვეყნა. თამარ ჩერგოლეიშვილი პოსტში აღნიშნავს, რომ მომხდარმა მისი 19 წლის შვილი „შოკში ჩააგდო", რადგან აქამდე დაცხრილული კაცი ნანახი არ ჰყავდა.

 

„რას უშვრებოდი ასეთს შენს შვილს, თამარ, სად მალავდი, სად ზრდიდი? რომელ სიმშვიდეში? იმ დროს (2003-2012) შენს „სამეგობროს" აწიოკებული რომ ჰყავდათ საქართველო - ალბათ, მხოლოდ შენ ზრდიდი შვილს სიმშვიდეში? ძალიან დიდი სიმშვიდე იყო 2003-ში, 2005-ში, 2007-ში, 2008-ში, 2012-ში და ალბათ მერეც „სიმშვიდე" იქნებოდა, მაგრამ აღარ დაგცალდათ - ეგ „სიმშვიდე".

 

ზურაბ ჟვანია რომ „გაიგუდა", გურამ შარაძე რომ ჩაცხრილეს? ვაზაგაშვილი? კრიალაშვილი? რობაქიძე? თეთრაძე? შავაძე? აფრასიძეები? (ყველას ვერ ჩამოვთვლი) - მაშინ იყო სიმშვიდე და ახლა შეწუხდი? და მკვლელი რომ 2003-ში ჯერ ფოთში ნაცების სახელით „ბოევიკობდა", მერე მიშიკოს რომ ვარდი ეკავა და პარლამენტში შევარდა - იმ პარლამენტის კარებს ანგრევდა, მერე შენს ქმართან მუშაობდა ოფიციალურ ზონდერად და ქუჩას „გილაგებდათ" ნაციონალებს წლების მანძილზე, მერე უკვე მთლად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დაასაქმეთ და ბოლოს დაიჭირეთ, მაგრამ ერთგული ჯალათი მაინც შეიწყალა შენმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და გამოუშვა... - აი, იმ კაცის დღევანდელი ნაქნარის გამო მადლობას უცხადებ ბიძინას? გირგვლიანის დასახიჩრებულმა, გაყინულმა და გადაგდებულმა სხეულმა არ შეგაშფოთა? 26 მაისს მეტრო „თავისუფლებასთან" მაღაზიის თავზე შემოყრილმა გვამებმა შეგაგრძნებინეს სამშობლო? 9 წლის მანძილზე, დღეგამოშვებით მკვდრები რომ გამოგყავდათ ციხეებიდან - დალურჯებული, სისხლიანი ნაწამები სხეულები, იმას როგორ იტანდა შენი თვალების ფაქიზი გუგები?

 

ამ ყველაფერს როგორ გაუძელი, თამარ?

აქამდე როგორ არ გაგიჟდი, თამარ?

ნაცებში ალცგეიმერი რომაა, ვიცით უკვე, თამარ.

„ტაბულაში" - ამნეზია ხომ არაა, თამარ?

 

თქვენს წიაღში გამოზრდილი მკვლელისათვის - „მადლობა", თამარ!

 

P.S. ისე, კი გამიკვირდა, რომ წაშალე - ეტყობა, მეხსიერებამ იჩინა თავი, თორემ სინდისის ქენჯნა რომ არ შეგაწუხებდათ, ვიცი. თქვენ ხომ არ იცით, რა არის - სინდისი!" - წერს ყანდიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner