logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: რაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ყველა ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა
- +

19 მაისი. 2023. 21:25

"რაც ვახტანგ გომელაური შს მინისტრია, ყველა ოპერაცია უმაღლეს დონეზე ჩატარდა - 2012 წლამდე ევროპა დემონსტრანტების მხარეს იყო ხოლმე, 7-8 მარტს პირიქით - ევროპა იყო შს სამინისტროს მხარეს," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს უსმენენ.

ირაკლი კობახიძემ შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურსა და პოლიციის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

ბოლოს, მინდა, მადლობა გადავუხადო შსს-ს, თითოეულ პოლიციელს, შს მინისტრს, ერთი რამ მინდა ვთქვა, რომ მას შემდეგ, რაც ვახტანგ გომელაური გახდა შს მინისტრი, ყველა შესაბამისი ოპერაცია ჩატარდა უმაღლეს დონეზე, არამარტო პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, არამარტო სათანადო წესების დაცვის და ა.შ. ეს არის პირდაპირ ვახტანგ გომელაურის დამსახურება და მადლობა მას. მადლობა თითოეულ პოლიციელს და დადასტურდა 7-8 მარტს, რომ პოლიციელი არის გმირი და ქართველი პოლიციელი მოქმედებს იმ სტანდარტების შესაბამისად, რომელიც დამახასიათებელია კლასიკური ევროპისთვის.

2012 წლამდე იყო შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ შსს და დემონსტრანტები, მაშინ ევროპა იყო დემონსტრანტების მხარეს, მაშინ დემონსტრანტები იქცეოდნენ ევროპულად და სწორედ „ნაციონალურ მოძრაობის“, სააკაშვილის რეჟიმის „სპეცნაზი“ იქცეოდა არაევროპულად. რაც შეეხება 7-8 მარტს, აქ იყო პირიქით, აქ ევროპა იყო სწორედ შსს-ს, პოლიციელის მხარს და არა მოძალადე დემონსტრანტების მხარეს. აქედან ჩანს პრინციპული სხვაობა წინა ხელისუფლებასა და მოქმედ ხელისუფლებას შორის, მაშინდელ პოლიციასა და დღევანდელ პოლიციას შორის მადლობა თითოეულ პოლიციელს ევროპული სახის ჩვენებისთვის და მადლობა ვახტანგ გომელაურს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner