logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მადლობა ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადოებრივი წესრიგის და შტურმისგან პარლამენტის დაცვისთვის
- +

19 მაისი. 2023. 22:05

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს და პოლიციელებს 7-8 მარტის აქციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის, მოქალაქეებისა და პარლამენტის წევრების დაცვისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა, პარლამენტის სახელით, ჩემი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის სახელით, მადლობა გადაგიხადოთ თქვენ და თითოეულ პოლიციელს 7-8 მარტს საზოგადოებრივი წესრიგისა და მოქალაქეების დაცვისთვის, პარლამენტზე მიტანილი შტურმისგან კონსტიტუციური ორგანოს – პარლამენტის, მისი წევრებისა და თანამშრომლების დაცვისთვის, მადლობა თითოეულ პოლიციელს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner