საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სომხეთი იყო და არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი, მისი პოზიცია ამ მიმართულებით უცვლელია. ეს განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან სომხეთის პრეზიდენტისა და აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის შეხვედრის შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა.
პრემიერის თქმით, სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გააკეთა განცხადება, რომ არანაირ შეხვედრას და მითუმეტეს, ოფიციალურ მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.
„სომხეთი არის ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, მეზობელი, მეგობარი ქვეყანა და ამ მიმართულებით არანაირი რისკები არ არსებობს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.