logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: ცოტა დაფიქრდით როდესაც თქვენ ქვეყანას აშავებთ და ყველაფრის ხაზის გადასმით გინდათ ქვეყანას ისეთი ზიანი მიადგეს, რომ არ იფიქროს ვინმემ ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე
- +

19 მაისი. 2023. 23:07

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, შინაგან საქმეთა მინისტრის ინტერპელაციის მიმდინარეობისას ოპოზიციას მიმართა.

მისი თქმით, რასაც ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენელი აკეთებს არ ჯდება ქვეყნის ეროვნულ ინტერესებში.

„როდესაც თქვენ ცდილობდით უზრუნველყოფა გაგეკეთებინათ იმისა, რომ აგენტების ამერიკულ კანონს დარქმეოდა რუსული კანონი და წაუკითხავი კანონი გააპროტესტებინეთ ქართველი ახალგაზრდების ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს და დღემდე სპეკულირებთ მათზე და ატყუებთ იმ ადამიანებს, ოღონდ რუსული სიტყვა გამოიყენოთ, არა რუსულ ფრენებს და ა.შ. ბატონმა ვაშაძემ იმ კითხვებით მიმართა თავის მდგმურს, რა კითხვებითაც უმრავლესობას აქ სპეკულაციურად და თეატრალური ნიჭის წარმოჩენით მიმართავდა? ქალბატონი ხოშტარია გარეთ აქციებს რომ აანონსებს და გვიწყობს თავისი ჭკუით, კითხულობს თავის პატრონებთან ჯდება თუ არა ეს რუსეთის საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, რაც ასწავლეს წლების განმავლობაში? ეს არ ჯდება საქართველოს ინტერესებში, რასაც თქვენ აკეთებთ. ეს არ ჯდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებში და ცოტა დაფიქრდით ხოლმე, როდესაც თქვენ ქვეყანას აშავებთ და ყველაფრის ხარჯზე, ყველაფრის ხაზის გადასმით გინდათ, რომ ამ ქვეყანას რამენაირად ისეთი ზიანი მიადგეს, რომ არ იფიქროს ვინმემ ამ ქვეყნის ევროპული ოჯახის სრულფასოვან წევრობაზე.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner