სასტუმრო „ახაშენის“ ადმინისტრაციის განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ახაშენში“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.
„ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.
სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.