logo_geo
eng_logo
სასტუმრო „ახაშენის“ ადმინისტრაცია: ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია
- +

20 მაისი. 2023. 00:02

 

სასტუმრო „ახაშენის“ ადმინისტრაციის განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის შვილის „ახაშენში“ სტუმრობა სიმართლეს არ შეესაბამება.

ვეხმაურებით მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას. ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია ჩვენს სასტუმროში ლავროვის შვილის სტუმრობასა და საქორწილო ღონისძიების გამართვასთან დაკავშირებით არის ტყუილი და მიზანმიმართულად გავრცელებული პროვოკაცია.

სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტსა და სპას“ ლავროვის გვარით დაჯავშნილი სტუმარი არ ჰყავს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner