logo_geo
eng_logo
გიგი გიგიაძე: სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა
- +

3 სექტემბერი. 2016. 11:22



საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძის განცხადებით, სომხური მხარის განმარტებით, სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს არ შეხვედრია.  


როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, გუშინ დილით გავრცელდა ინფორმაცია სავარაუდო შეხვედრის შესახებ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებსა და სომხეთის პრეზიდენტს შორის. გიგიაძემ აღნიშნა, რომ ეს არის მორიგი პოლიტიკური სპეკულაცია, რომელსაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ხშირად მიმართავენ.


„ამასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაუყოვნებლივი რეაგირება მოახდინა. ჩვენი ელჩი სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ესაუბრა მინისტრის მოადგილეს. გვქონდა პირადი საუბარი საქართველოში აკრედიტებულ სომხეთის ელჩთან. სომხური მხარის განმარტებით, არანაირ შეხვედრას საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან ადგილი არ ჰქონია.

 

სომხეთი არის საქართველოს მეგობარი ქვეყანა. ის ცალსახად აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენ ვაგრძელებთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას მასთან", - განაცხადა გიგიაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner