logo_geo
eng_logo
ირაკლი ბერაია: ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მოქმედებს როგორც NATO-ს ალიანსის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და ბევრად მეტს აკეთებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ცალკეული წევრი ქვეყნები
- +

20 მაისი. 2023. 15:15

 

 

ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მოქმედებს როგორც ალიანსის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და ბევრად მეტს აკეთებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ცალკეული წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ ლუქსემბურგში მიმდინარე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საუბრისას განაცხადა.

 

„NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა არის ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო ფორუმი, სადაც ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნები იკრიბებიან და მსჯელობენ ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის საკვანძო საკითხებზე.

 

განიხილება ლუქსემბურგში უკრაინაში მიმდინარე ომი, ამ ომის გავლენა ევროატლანტიკური სივრცეზე, NATO-ს შეკავების პოლიტიკა და თავდაცვის გაძლიერება, შავი ზღვის უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, ქართული დელეგაცია მონაწილეობს საპარლამენტო ასამბლეაში. ამ ფორუმის გამოყენებას ჩვენ ვაპირებთ და NATO-ს წევრი სახელმწიფოების დელეგაციებთან საუბარს საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე, რუსულ ოკუპაციაზე, აგრესორ სახელმწიფოზე ზეწოლის გაძლიერებაზე საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის მიზნით, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესსა და რაც მთავარია საქართველოს დაწინაურების აუცილებლობაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

 

საქართველოს წვლილი ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, გაუარესებული უსაფრთხოების გარემო განაპირობებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გადაუდებელ საჭიროებას. ჩვენმა ქვეყანამ დაამტკიცა, რომ მოქმედებს როგორც ალიანსის პასუხისმგებლობიანი პარტნიორი და ბევრად მეტს აკეთებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის, ვიდრე ცალკეული წევრი ქვეყნები“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 

ლუქსემბურგში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა დაიწყო. ლუქსემბურგშია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner