ტელეკომპანია „მაესტროს" ყოფილ დირექტორს ბაია გადაბაძეს აინტერესებს, „რატომ გადასცა ბიძინა ივანიშვილმა „მეცხრე არხის" შენობა ლევან გაჩეჩლაძეს.
თუმცა, „მაესტროს" კიდევ ერთი წარმომადგენელის ბაჩო კიკაბიძეს განცხადებით, „მეცხრე არხის" შენობა დიდი ხანია, „ტელეიმედმა" იყიდა.
„ლევან გაჩეჩლაძეს უთქვამს, რომ „მაესტრო" „მეცხრე არხის" შენობაში გადავა. ეს შენობა დიდი ხანია, „იმედმა იყიდა. ასე რომ, ნუ დავმალავთ, რომ ყველაფრის თავში არის „იმედი", -განაცხადა ბაჩო კიკაბიძემ.
ლევან გაჩეჩილაძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ „მაესტრო" შესაძლებელია, „მეცხრე არხის" შენობაში გადავიდეს, დღეს განაცხადა, რომ ყველა შენობა განიხილება, სადაც შესაძლებელია, „მაესტრო" განთავსდეს.
„რაც შეეხება „მეცხრე არხის" შენობას - გიდასტურებთ, რომ ყველა შენობა განიხილება, სადაც შესაძლოა, "მაესტრო" განთავსდეს", - განაცხადა ლევან გაჩეჩლაძემ.