logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მაინც ვერ შეგვაჩერებთ!
- +

3 სექტემბერი. 2016. 11:24



პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს. როგორც ბრეგაძე წერს, „ღია საზოგადოების" ფონდის სათავო ოფისიდან 114000 დოლარი გამოეყო საქართველოში არსებულ ორგანიზაციას IDF, რათა განახორციელოს შეტევა ეროვნულ ძალებზე.


„გაუგონარი თავხედური პროვოკაცია,უცხო ქვეყნის პირთა აქტიური ჩარევა საქართველოს შინაურ საქმეებში - რეფერენდუმით იმდენად შევაშინეთ მოღალატეები, რომ მათი გურუ და სულიერი მამა ჯორჯ სოროსი თავად ჩაერთო საქმეში და ღია აგრესიაზე გადმოვიდა. „ღია საზოგადოების" (სოროსის) ფონდის სათავო ოფისიდან (OSI,  ქალაქი ბუდაპეშტი) 114000 დოლარი გამოეყო საქართველოში არსებულ ქართველთმოძულე ორგანიზაციას IDF, პროექტის ნომერი - OR2015-22682, რათა განახორციელოს შეტევა ეროვნულ ძალებზე. დოკუმენტში აშკარად იკვეთება სოროსის დავალება, რომ განსაკუთრებული შეტევა განხორციელდეს სანდრო ბრეგაძეზე, სოსო მანჯავიძეზე,ზვიად ტომარაძეზე. მაქსიმალურად მოხდეს ჰომოსექსუალური ქორწინების და სხვა გარყვნილების წინააღმდეგ მებრძოლ პატრიოტთა დისკრედიტაცია, დაბლოკვა და პოლიტიკურად განადგურება. როგორც ჩემთვის ცნობილი გახდა, სოროსის ფონდის ბუდაპეშტის ოფისშივე მზადდება 3-მილიონდოლარიანი პროექტი, რომელიც მათთვის არასასურველი, ეროვნულად მოაზროვნე პოლიტიკოსების განადგურებისთვისაა განკუთვნილი. თქვენი მონა-მორჩილი ამ სიაში საპატიო პირველ ადგილს იჭერს. ახლა კარგად მომისმინოს სოროსმაც, მისი ბუდაპეშტის სათავო ოფისმაც, ქართველმა სოროსელებმაც, იმ ე.წ. არასამთავრობოებმა, რომლებიც ამ ფულს ელოდებიან. თქვენნაირი სატანის მოციქულები კი არა, არამედ მთელი ქართველთმოძულეთა არმია ვერ შეგვაჩერებს, ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული არჩევანი გაკეთებული გვაქვს და როდესაც ამ არჩევანს ვაკეთებდით, ნათლად წარმოგვედგინა, თუ რაოდენ მძლავრ და საშიშ ძალასთან მოგვიწევდა ბრძოლა. რაც არ უნდა მილიონები ხარჯოთ, მაინც ვერ შეგვაჩერებთ, რადგან ის საქმე, რასაც ვაკეთებთ, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების ღირსეული მომავლის საქმეა. ვერ დაგვიმონებთ, ვერ გვიყიდით, ვერ მოგვერევით! ერთნაირსქესიანთა ქორწინებასაც ავკრძალავთ, ანტიდისკრიმინაციულ კანონსაც გავაუქმებთ, გარყვნილების პროპაგანდაც აღარ იარსებებს, ქართული ტრადიციები, მართლმადიდებლური რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდება და საქართველო მუდამ საქართველო იქნება. თქვენ გგონიათ, რომ ყველაზე ძლიერები ხართ, მაგრამ იმას ვერ საზღვრავთ, რომ ყველაზე ძლიერი რამ ჩვენთან არის - ჩვენთან არს ღმერთი!!! პირობას ვდებ, რომ შიშველი ხელებით საბოლოოდ დაგამარცხებთ!!!"- წერს ბრეგაძე. 


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner