logo_geo
eng_logo
პეტრე მამრაძე: შერემეტს აგვისტოს ომზე სიმართლე ეწერა
- +

3 სექტემბერი. 2016. 11:25



სახელმწიფო კანცელარიის ყოფილი უფროსი პეტრე მამრაძე გაზეთ ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში საუბრობს, რომ სააკაშვილი ყველაფერზე წამსვლელია. მამრაძეს  ოქრუაშვილისაც სჯერა, რომელმაც თქვა - სააკაშვილს ბადრი პატარკაციშვილის ლიკვიდაცია მანქანის აფეთქებით უნდოდაო.


მამრაძის განცხადებით, მას ეჭვი აქვს, რომ  უკრაინელი ჟურნალისტის პაველ შერემეტის სიკვდილსა და სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენის აფეთქების გეგმაში სააკაშვილის ხელი ერია.


სააკაშვილის გარეშე სასტიკი წამებით ვერ მოკლავდნენ პოლკოვნიკ თეთრაძეს, ვერც როინ შავაძეს, ვერც დავით ცინდელიანს, ვერც გია კრიალაშვილს. მერაბიშვილი რასაც ამბობდა, ორი ტრუპი" მჭირდებაო, სააკაშვილი ეკრანზე აფორმებდა. როდესაც კიევში ცნობილი ჟურნალისტი პაველ შერემეტი მოკლეს, ვიფიქრე, აქაც სააკაშვილის ხელი ხომ არ ურევია-მეთქი? შერემეტს აგვისტოს ომზე სიმართლე ეწერა, იქნებ მან უკრაინაშიც აღმოაჩინა სააკაშვილთან დაკავშირებული სკანდალური დეტალები, მითუმეტეს ერთ წერილში (მათ ხელებს არაფერი მოუპარავთ") გამოქვეყნდა კიდეც მასალები სააკაშვილზე, კეზერაშვილზე და სხვებზე, ვინც მილიონები აკეთა უკრაინიდან იარაღის შესყიდვისას. ამას გარდა, ისევ სააკაშვილზე მივიტანე ეჭვი, როცა სომხეთისკენ მიმავალი გაზსადენის აფეთქება და დესტაბილიზაციის გამოწვევა დააპირეს", - განაცხადა მამრაძემ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner