logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: საქართველო არის აქტუალური საკითხი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და მთლიანად NATO-სთვის
- +

20 მაისი. 2023. 19:51

 

 

 

საქართველო არის აქტუალური საკითხი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეისთვის და მთლიანად NATO-სთვის. ჩვენ როგორც NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატში, ასევე ორმხრივი ურთიერთობების კონტექსტში შეხვედრებს ვმართავთ და ეს გვაძლევს მხარდაჭერაზე საუბრის საშუალებას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO-ს წევრი ქვეყნები პირდაპირ აქცენტს აკეთებენ საქართველოსთან თანამშრომლობის ძალიან მაღალი სტანდარტის მნიშვნელობაზე.

 

„ჩვენ შევხვდით ლუქსემბურგის საპარლამენტო დელეგაციას. დელეგაციის ხელმძღვანელმა და წევრებმა გამოკვეთეს , რომ საქართველო აუცილებლად უნდა გახდეს უახლოეს მომავალში NATO-ს წევრი და საქართველო რამდენიმე სხვა ქვეყანასთან ერთად ის სახელმწიფოა, რომელიც შემდეგი გაფართოების ნაწილი უნდა იყოს. მათ შეცდომა უწოდეს, რომ აქამდე არ დაჩქარდა საქართველოა გაწევრიანების პროცესი და რეალურად იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც რეგიონში მიმდინარეობს NATO-ს მხრიდან საქართველოს მხარდაჭერა მზარდია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

ლუქსემბურგში NATO-ს საპარლამენტო ასამბლეა დაიწყო. ლუქსემბურგშია საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner