logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ აქამდე არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. ეს ცალსახაა
- +

20 მაისი. 2023. 20:40

 

 

ნიკა მელია რომ აქამდე არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. ეს ცალსახაა, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

„ნიკა მელიამ წააგო თავმჯდომარის არჩევნები. რადიკალური დაპირისპირებაა კეზერაშვილ-მერაბიშვილ-ხაბეიშვილისა და მელიას ფრთას შორის. მელია რომ აქამდე არ ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“, მის უთავმოყვარეობაზე მეტყველებს. ეს არის ცალსახა, ასე მგონია.

 

რაც შეეხება პროცესებს, „ნაციონალურ მოძრაობა“ კიდევ იფრო მეტად დაიშლება. თავიდან პარლამენტში „ნაცმოძრაობა“ შემოვიდა 36 დეპუტატით და, თუ არ ვცდები, ახლა დარჩენილი ჰყავთ 20 დეპუტატი. პირდაპირპროპორციულია მათი კლება საპარლამენტო ფრაქციაში იმ კლებასთან, რაც მათ რეიტინგებში აღინიშნება“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner