logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ჩვენ გვინდა, რომ არ დავზიანდეთ და მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპას გამოვადგეთ იმ პარტნიორად
- +

20 მაისი. 2023. 23:18

 

 

გამოჩნდა, რომ ოპოზიციას 12 რეკომენდაციით გათვალისწინებული კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატების შერჩევა არ უნდა, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ ისაუბრა.

 

„არ უნდათ, რომ ეს მუხლი შესრულდეს. დღე და ღამე ბრიუსელთან არიან კავშირში. ან ჩადიან, ან კავშირზე არიან. ევროპარლამენტს აბსოლუტურად უტიფარ რეზოლუციებს აღებინებენ. ამით თუ მიიღებენ გადაწყვეტილებას სულ არ უნდა იქ რუსეთის ფრენა. რეალურად ჩვენ რა დავაშავეთ? 90%-მდე მომხრეა ევროატლანტიკური ინტეგრაციის და იმ 78-ე მუხლის, რომელიც ჩვენ ჩავწერეთ კონსტიტუციაში და საბოტაჟი იყო საკონსტიტუციო სამუშაო ჯგუფების. პირდაპირი საბოტაჟი, რომ ეს არ მომხდარიყო, ჩვენს პირობებში არ უნდა ჩაწერილიყო ეს. ჩვენ მოქალაქეებს თუ სანქციებს დავუწესებთ, ჩვენ თანამემამულეებს, მაშინ გვეტყვიან, რომ ყოჩაღ. ჩვენ თუ დავუწესებთ ჩვენ თავს, ჩვენს ხალხს. ჩვენ თუ სისხლს დავღვრით ხომ საერთოდ კანდიდატობას მოგვცემენ. ეს არის პოლიტიკური თამაშის გარკვეული წესი, რომელზეც არ უნდა გაღიზიანდე და გაბრაზდე. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს, ევროკავშირსაც. საქართველო ევროკავშირისთვის მნიშვნელოვანია. იმ მექანიზმით, რისთვისაც მნიშვნელოვანია, იმ მექანიზმის დაზიანება შეუძლია რუსეთს. ჩვენ გვინდა, რომ არ დავზიანდეთ და მათ შორის იმიტომაც, რომ ევროპას გამოვადგეთ იმ პარტნიორად“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner