logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ორ საუკუნეზე მეტია, ვიცნობთ რუსეთს, ყველანაირად შევიცანით, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები
- +

21 მაისი. 2023. 01:17

 

 

კრემლმა, პუტინმა, მისმა სპეცსამსახურებმა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ და ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება, მათ შორის, როცა იქიდან საქებარი სიტყვები ისმის, აქ იწვევს რეაქციას, – ასე უპასუხა ექსპერტმა, ამირან სალუქვაძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში შეკითხვას, რა მიზნით მიიღო პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილება და რით აიხსნება აღნიშნული გადაწყვეტილება.

 

„რამდენი თვეა, აანონსებენ ვიზების გაუქმებას, ეს განცხადებები ხომ მოვისმინეთ? ამას ხომ უნდა დავაკვირდეთ? ტესტავენ პირდაპირ. პირველი განცხადება გაკეთდა, ვფიქრობთო. ხან ერთი თანამდებობის პირი გამოდის, ხან მეორე, ხან დუმის დეპუტატი, ხან ლავროვის მოადგილე და აქ იწყება ჟრიამული. ისინი მონიტორინგს აკეთებენ, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ აბსოლუტურად ყველა ქვეყნის და, რა თქმა უნდა, იქ ეს შეფასებები კეთდება მათი ანალიტიკოსების მხრიდან, რომ ეს და ეს კარგია, დუღილს იწვევს და ა.შ. სხვა მაგალითიც ბევრია. მაგალითად, საოკუპაციო ზოლი რომ გაჰყავთ, თავიდან ბოლომდე 200 კმ-ია. ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვარი მეტია, მაგრამ იქიდან ხომ რუსეთი ესაზღვრება და არის მთაგორიანი ადგილები, სადაც, უბრალოდ, ვერ გაიყვან, ვერ მიუდგები, ხოლო სადაც კი საზღვრის გაყვანა შეიძლება, ჯამში, 200 კმ-იც არ არის და რამდენი წელია, გაჰყავთ. გაიყვანენ 100 მეტრს, ორასს, ჩვენთან ატყდება ერთი ამბავი, ერთმანეთს ვჭამთ და მერე დაავიწყდებათ ერთი ნახევარი წლით ან ერთი წლით. აი, როდის იყვნენ ბოლოს გამოსული? ხომ არ დაუმთავრებიათ ღობის გავლება? არ დაუმთავრებიათ, გაახსენდებათ გაისად, გამოვა ისევ სამი-ოთხი რუსი მესაზღვრე ან მეტი, დაიკავებენ ნიჩბებს, დაიწყებენ საზღვრის გაყვანას და აქ ატყდება ჟრიამული. ანალოგიურად იყო მთელი ამ თვეების განმავლობაში ვიზების თემის წამოწევაც. შეხედეს, რომ კარგად მიდის და აიღო და გადაწყვიტა. ათი და ოცი წელი ხომ არ ვიცნობთ რუსეთს? ორ საუკუნეზე მეტია, ყველანაირად შევიცანით და, ცხადია, აწყობთ პოლიტიკური დაპირისპირებები“, – განაცხადა სალუქვაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner