logo_geo
eng_logo
ემანუელ მაკრონი: ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს
- +

21 მაისი. 2023. 01:45

 

 

ზელენსკის ყოფნა ჰიროსიმაში დიდი შვიდეულის სამიტზე, შესაძლოა, გარდამტეხი მომენტი იყოს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს.

 

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, ვოლოდიმირ ზელენსკის ჩასვლა დიდი შვიდეულის ლიდერებთან შესახვედრად არის „უნიკალური შესაძლებლობა, გადასცეს თავისი გზავნილები და გაუზიაროს თავისი მოსაზრებები“.

 

„მჯერა, რომ ეს შეიძლება იყოს გარდამტეხი მომენტი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული მხარდაჭერის თაობაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებებისთვის. ასევე, მან ხაზი გაუსვა საფრანგეთის მიერ „გამანადგურებლების კოალიციის“ მხარდაჭერისა და უკრაინელი მფრინავების მომზადების პროგრამაში მონაწილეობის მნიშვნელობას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner