გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე მოადგილეებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, მსოფლიო ჩემპიონ დავით ჩხარტიშვილს დახვდა და გამარჯვება პირადად მიულოცა.
დავით ჩხარტიშვილს, რომელმაც გამარჯვება საფრანგეთის ქალაქ მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში მოიპოვა, მშობლიურ კუთხეში გულშემატკივრებიც მრავლად დახვდნენ.
55 კგ წონით კატეგორიაში დავით ჩხარტიშვილი მაკონში გამართულ მსოფლიო პირველობაზე ფინალურ შეხვედრაში იაპონელ იო ნამბას დაუპირისპირდა, რომელსაც 3:2 სძლია და ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.