logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ფადი ასლი არის უსამშობლო ადამიანი, მისი აზროვნება კი - მონური
- +

21 მაისი. 2023. 13:06

 

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე ბიზნესმენ ფადი ასლის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ემსახურება მისი განცხადება, სადაც ამბობს, რომ ორი არჩევანია - ან საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი ორი ოკუპირებული რეგიონის გარეშე, ან დაიბრუნოს ეს ორი რეგიონი და უარი თქვას სტატუსზე, კახა კალაძე პასუხობს, რომ ეს არის მონური  აზროვნება.

 

„ეს არის მონური აზროვნება, აგენტების აზროვნება. ამ ადამიანს სამშობლო არ გააჩნია და ცხადია, მე არ მიკვირს მსგავსი განცხადებები. ეს არის უსამშობლო ადამიანი. ვისაც ჩვენი ქვეყანა გვიყვარს, ვისაც საქართველო მიგვაჩნია სამშობლოდ, სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ, ვისწავლეთ. გვიყვარს ჩვენი თითოეული კუთხე, რაიონი, ქალაქი, სოფელი, როგორ შეიძლება, ასეთმა ადამიანმა უარი თქვას ჩვენი ქვეყნის გაერთიანებაზე.

 

მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყანაში დაბადებულისთვის, ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner