ავტორი ანა ნონიკაშვილი
„ტურისტების მატება განაპირობა ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს არსებობამ, ინფრასტრუქტურამ, სასტუმროების მშენებლობამ",- ამ სიტყვებით აფასებს „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ტურისტთა რაოდენობის 17,4%-იან ზრდას.
„ტურისტების შემოდინება საქართველოში განაპირობებს იმას, რომ ფული ტრიალებს და ასევე ეროვნული ვალუტა მტკიცდება. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს.
მაღალი ფასები, რომელიც არსებობს საკურორტო ზონაში, ნელ-ნელა დარეგულირდება. ვფიქრობ, რომ ფასებს ბაზარი მალე დაარეგულირებს და იქნება ბევრად დაბალი",- განაცხადა ქანთარიამ.