logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: ტურისტების მატება მშვიდობიანმა გარემომ განაპირობა
- +

3 სექტემბერი. 2016. 11:33


 

„ტურისტების მატება განაპირობა ქვეყანაში მშვიდობიანი გარემოს არსებობამ, ინფრასტრუქტურამ, სასტუმროების მშენებლობამ",- ამ სიტყვებით აფასებს  „რეპორტიორთან" საუბრისას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია ტურისტთა რაოდენობის 17,4%-იან ზრდას. 




„ტურისტების შემოდინება საქართველოში განაპირობებს იმას, რომ ფული ტრიალებს და ასევე ეროვნული ვალუტა მტკიცდება. ბუნებრივია, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მეტყველებს. 

მაღალი ფასები, რომელიც არსებობს საკურორტო ზონაში, ნელ-ნელა დარეგულირდება. ვფიქრობ, რომ ფასებს ბაზარი მალე დაარეგულირებს და იქნება ბევრად დაბალი",- განაცხადა ქანთარიამ.  


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner