logo_geo
eng_logo
სვიმონ მასხარაშვილი: ვინც საკითხს აყენებს ასე, „ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი“ - ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!
- +

21 მაისი. 2023. 14:23

 

 

„ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ „ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…“ - ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - ამის შესახებ ისტორიკოსი სვიმონ მასხარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

მასხარაშვილი ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად წერს, რომ ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

 

„ოდიოზური ფადი ასლისა და მის სტატუსის მომწონებელი ნაცების პასუხად: ან აფხაზეთ-სამაჩაბლოსთან ერთად რუსეთის კოლონიად გადაქცევა, ანდა უაფხაზეთოდ ევროკავშირის წევრობა- არის ცრუ არჩევანი, რომელიც ვერასდროს იარსებებს:

 

  1. რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებს იურიდიულად ევროკავშირი საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს და ამ პოზიციას აღარავინ შეცვლის სისხლის სამართლის დამნაშავედ და ძებნილად გამოცხადებული პუტინის სასარგებლოდ! შესაბამისად აფხაზეთ-სამაჩაბლოზე უარის თქმის გამო არათუ არ დავუახლოვდებით ევროპას, არამედ უფრო დავშორდებით!

 

  1. რუსეთთან ინტეგრაცია ცხინვალს და აფხაზეთს ვერანაირად ვერ დაგვაბრუნებინებს, რადგან ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტთა გამღვივებელი სწორედ რუსი პოლიტიკოსები იყვნენ, რომელთა ცხოვრების წესი იყო და არის: გათიშე და იბატონე და რომელთა უსაყვარლესი იარაღიც დესტრუქციის ექსპორტია.

 

ვინც საკითხს აყენებს ასე, რომ „ან აფხაზეთი და ან ევროკავშირი…“ - ის ნიჰილიზმსა და შუღლს სთესავს ქართულ საზოგადოებაში და, შესაბამისად, პუტინური რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!“ - წერს სვიმონ მასხარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner