logo_geo
eng_logo
ახალი ინიციატივაა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან, გასაგებია, მისაღებია ჩემთვის - რას აცხადებდა მიშა მშვილდაძე 2011 წელს
- +

21 მაისი. 2023. 15:53

 

 

„ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, მეტს, ვიდრე დღეს შოულობს, ნიშნავს, რომ ეს არის კარგი. თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსიაც და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ რაღაც ახალი ინიციატივაა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, გასაგებია, მისაღებია ჩემთვის“, - ამის შესახებ „ნაცმოძრაობის“ მთავარი პროპაგანდისტი, ტვ „ფორმულას“ წამყვანი მიშა მშვილდაძე 2011 წელს აცხადებდა.

 

მაშინ მშვილდაძე მიიჩნევდა, რომ ყველა ასეთი მოქმედებების უკან გარკვეულ ჯანსაღ ეკონომიკურ ინტერესს ხედავს და როდესაც გაჟღერდა ახალი ინიციატივა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან, მისთვის გასაგები და მისაღებია. 

 

მისივე თქმით, „ყველაფრის ექსპორტი, მათ შორის კულტურისაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება“.

 

„საერთოდ, ყველა ასეთი მოქმედებების უკან მე მიყვარს ხოლმე დავინახო გარკვეული ჯანსაღი ეკონომიკური ინტერესი. ეს არის ხოლმე კარგი. ის, რომ ქართული ღვინო გავა რუსეთზე და ამით ვიღაც ქართველი გლეხი აქ ფულს იშოვის, რუსეთის ბაზარზე, თუ ამას ეს მოჰყვება, მეტს, ვიდრე დღეს შოულობს, ეს ნიშნავს, რომ ეს არის კარგი.

 

თუ მოხდება ქართული კულტურის ექსპანსიაც და შესაბამისად, როდესაც გაჟღერდა, რომ რაღაც ახალი ინიციატივაა, რომ კულტურული და ეკონომიკური კავშირები უნდა აღვადგინოთ რუსეთთან პირველ რიგში, გასაგებია, მისაღებია ჩემთვის, იმიტომ, რომ ჩემს ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც მიმდინარე ეტაპზე, დღეს მაგალითად გააჩნიათ არარეალიზებული კომერციული ღირებულება რუსულ ბაზარზე, დავუშვათ იგივე ღვინოს, რაღაც ცნობადობა არსებობს და ეს ფული წამოსაღებია ქვეყანაში, მესმის, ეს არის ძალიან პატრიოტული მიდგომა. ექსპორტი ყველაფრის, მათ შორის კულტურისაც, არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის და აბსოლუტურად გასაგებია, თუ ამის შესაძლებლობა გაჩნდება“, - აცხადებდა მიშა მშვილდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner