logo_geo
eng_logo
ამირან სალუქვაძე: ამას ვინ ეკითხება, ჩვენს მიწებს რომ არიგებს?!
- +

21 მაისი. 2023. 17:40

 

 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ბიზნესმენ ფადი ასლის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ფადი თუ რაღაცის ასლის აღვირახსნილ პოსტთან დაკავშირებით მივეცი „იმედს“ კომენტარი. აქაც დავწერ იმავეს.

 

ზუსტად ასეთებს ვეძახი უსამშობლოებს და ფუძემოგლეჯილებს. ეხება მათაც, ვინც მოიწონა და საქებარი კომენტარი დაუწერა.

 

ეს შეკითხვა, ნატო და ევროკავშირი გირჩევნია თუ ტერიტორიული მთლიანობა, 2 წლის წინაც დატესტეს. ორგანიზაცია CRRC-მა ჩაატარა.

 

ფადი ასლმა სხვაგვარად შემოატრიალა. თეორიული დაშვება გააკეთა, თითქოს ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს მოლაპარაკებას და რუსეთმა რომ შესთავაზოს ორი რეგიონი, მონობას არჩევთ თუ ევროპასო? თანაც ქართველებს პატიოსნებაზე გველაპარაკება.

 

მსგავს მოლაპარაკებებს, აფხაზეთის და სამაჩაბლოს დათმობის ხარჯზე, საფასურად, არც ბიძინა ივანიშვილი აწარმოებს და არც მთავრობა.

 

რაც შეეხება ამგვარად კითხვის დასმას, ევროინტეგრაცია გირჩევნია თუ ტერიტორიული მთლიანობა, ზუსტად ესაა ანტიდასავლური პროპაგანდა, თითქოს ევროკავშირი გეუბნება, დათმე ტერიტორიები და მიგიღებთ ევროკავშირშიო.

 

ეს ანტიდასავლური პოსტი მოიწონეს და დააკომენტარეს ფსევდომედასავლეთეებმა, თითქოსდა ევროპული არჩევანის გამო აქციებს რომ მართავენ.

 

და საერთოდ, ამას ვინ ეკითხება, ჩვენს მიწებს რომ არიგებს?! რატომ აძლევს თავს ამდენის უფლებას? მოჰკითხეთ იმ ორგანიზაციას, რომელსაც წარმოადგენს“, - წერს ამირან სალუქვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner