logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე ფადი ასლის განცხადებაზე: სანამ საქართველოში ერთი ქართველი იცხოვრებს, ასეთ ნარატივს არ ექნება განვითარების საშუალება
- +

21 მაისი. 2023. 21:29

 

 

"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ფადი ასლის ფეისბუქ პოსტს გამოეხმაურა, სადაც ის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასა და ქვეყნის კონფლიქტურ რეგიონებზე წერს. ფადი ასლი ავითარებს მსჯელობას, რა ურჩევნია საქართველოს, ევროკავშირში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე გაწევრიანდეს თუ ამ ორ რეგიონთან გაერთიანებულმა იცხოვროს, როგორც "რუსეთის მონამ".  

 

„ეს სპეცსამსახურების ხელწერაა, განსაკუთრებით  „კგბ“ და „ეფესბე“ მოქმედებს ასეთი ხელწერით, როდესაც ცდილობს რაიმე აზრის ფორმირება მოახდინოს, დატესტოს კონკრეტული ნარატივი  კონკრეტულ საზოგადოებაში. ეს პიროვნებაც [ფადი ასლი]ამას ძალიან კარგად ახერხებს ასეთი სკანდალური განცხადებებით. თუმცა არის მეორე საკითხი - სანამ საქართველოში ერთი ქართველი იცხოვრებს, ასეთ ნარატივს არ ექნება განვითარების საშუალება“, -  აცხადებს ზურაბ ქადაგიძე მედიასთან.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner