ავტორი ნინი შიშმანიძე
ექსპერტი მამუკა არეშიძე „რეპორტიორთან" საუბრისას ბიძინა ივანიშვილის სატელევიზიო ეთერში დაბრუნებას ეხმიანება და ვარაუდობს, რომ მის გამოსვლებს ხალხი დადებითად შეაფასებს.
„საინტერესო ფაქტია, ამას საზოგადოება კარგა ხანია ითხოვდა და მგონი,დადებითი შეფასებაც ექნება იმ ხალხში, რომელიც „ქართული ოცნების" მხარდამჭერია და მეორე მხრივ, უბრალოდ აინტერესებთ „ქართული ოცნების" დამფუძნებლის და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის აზრი", - აღნიშნა მამუკა არეშიძემ.
ექსპერტი ეთანხმება ბიძინა ივანიშვილს, რომ „ქართული ოცნების" ძირითადი კონკურენტი ისევ „ნაციონალური მოძრაობაა".
„ნაციონალური მოძრაობა" ზემდგომი პარტიაა. ამიტომაც აქვს პრეტენზია რომ მთავარი ოპოზიციური ძალა იყოს. გამოვყოფდი „პატრიოტთა ალიანსსაც". დანარჩენ პარტიებს თანაბარი მდგომარეობა აქვთ და არა მგონია, რომელიმე მათგანის გამოყოფა შეიძლებოდეს", - განაცხადა არეშიძემ.