„ნარატივი, რომ თითქოს, გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პიროვნების გაჩერებას ისახავდა მიზნად, საწყისშივე აბსურდია, რადგან არც გამოძიების დაწყებისას და არც დევნისას, მას არანაირი თანამდებობა არ ეკავა“, - ამის შესახებ პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ „იმედის კვირას განუცხადა.
მან კიდე ერთხელ განმარტა, ის ნარატივი, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარია და მისი დაკავებით ხელისუფლებამ ოპოზიციური არხის მენეჯერი გააჩუმა, აბსურდულია.
„მოპოვებული იყო მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, ამოღებულია უამრავი დოკუმენტური მტკიცებულება, ჩატარდა ექსპერტიზები და 2019 წლის აგვისტოს თვეში, მას შემდეგ, რაც უტყუარად გვქონდა მტკიცებულებები, რომ კონკრეტული პირების მიერ ჩადენილია დანაშაული, იწყება სისხლის სამართლებრივი დევნა ნიკა გვარამიას მიმართ.
აღსანიშნავია, რომ არც ამ პერიოდში არ უკავია არანაირი თანამდებობა ნიკა გვარამიას და არცერთი არხი მის მიერ არ არის დაფუძნებული. ამიტომ, ეს ნარატივი, რომ თითქოს, გამოძიება და სისხლის სამართლებრივი დევნა კონკრეტული პიროვნების გაჩერებას ისახავდა მიზნად, საწყისშივე აბსურდია, რადგან როგორც განვაცხადე, არც გამოძიების დაწყებისას და არც დევნისას, მას არანაირი თანამდებობა არ ეკავა“, - განაცხადა პროკურორმა.