გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ“ ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა და ანგარიშით 1:0 დაამარცხა.
დაძაბულ შეხვედრაში ქართველმა მეკარემ არაერთი შთამბეჭდავი სეივით კარის მშრალად შენახვა მოახერხა, „ვალენსიამ“ კი ანგარიში 33-ე წუთზე, დიეგო ლოპეზის ზუსტი დარტყმით გახსნა. მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
ამ გამარჯვებით „ვალენსიამ“ 40 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე გადავიდა, რაც „ლა ლიგაში“ დასარჩენად გუნდისთვის დიდი ნაბიჯია.