logo_geo
eng_logo
ჯონდი ბაღათურია: სააკაშვილის მიერ რუსი ტურისტების შემოშვება იყო სწორი გადაწყვეტილება. სტრატეგიული ობიექტების რუსეთისთვის მიყიდვა იყო არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი საქციელი
- +

22 მაისი. 2023. 00:25

 

 

რა თქმა უნდა, სააკაშვილი თანამშრომლობდა წარსულში რუსულ სპეცსამსახურებთან ალბათ, იმიტომ რომ მსახურობდა КГБ-ს ჯარებში,- ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა.

 

ბაღათურია აღნიშნავს, რომ აგვისტოს ომის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რუსი ტურისტებისთვის და ბიზნესისთვის გახსნა კარი, დღეს კი ამ პარტიის მოქმედი და ყოფილი წევრები საპირისპირო პოზიციას იკავებენ.

 

„როცა თვითონ იყო ხელისუფლებაში, დადიოდა ლარსის გამშვებ პუნქტზე, იდგა და თვითონ იწვევდა რუს ტურისტებს და ცდილობდა რომ მაქსიმალურად ბევრი შემოსულიყო. რატომ? იმიტომ რომ როცა რუსეთს თურქეთთან გაუმწვავდა ურთიერთობა, მარტო ტურიზმიდან თურქეთმა 11 მილიარდი დაკარგა იმ წელს. ჯამში 35 მილიარდი იზარალა. ცუდი არ იყო რუსული ბიზნესისა და ტურისტებისთვის შემოსვლა. ეს იყო სწორი გადაწყვეტილება. სტრატეგიული ობიექტების [რუსეთისთვის] მიყიდვა იყო არასწორი და ანტისახელმწიფოებრივი საქციელი. მაგრამ დღეს რატომ იქცევიან ასე? ეს ადამიანი ემსახურებიან სხვა ქვეყნის ინტერესს. ახლა უბრალოდ არ ემთხვევა საქართველოსა და შეერთებული შტატების ინტერესები იმ ნაწილში, რასაც საქართველოს რუსეთთან სამხედრო კონფლიქტში ჩართვა ჰქვია. ამის გამო არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ან ჩაითრიონ [საქართველო]კონფლიქტში, ან მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება. და სახელმწიფო გადატრიალებისთვის ყველაფერი აქვთ, გარდა ავტორიტეტისა“, - განაცხადა ბაღათურიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner