logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა
- +

22 მაისი. 2023. 12:25

 

 

„მსოფლიო ბანკის ახალი კვლევით დადასტურდა საქსტატის მიერ უმუშევრობის შემცირების სტატისტიკის უტყუარობა, რაც დიდწილად სტაბილური გარემოს და 2021-2022 წლებში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდით არის განპირობებული“, - ამის შესახებ საბანკო და საფინანსო ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.

 

მისი თქმით, საქსტატის მიხედვით უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა

 

„თუ საქსტატის მიხედვით 2022 წელს უმუშევრობის დონე წინა წელთან შედარებით 3.4 პ.პ-ით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს 17.3%-ს გაუტოლდა, რაც ისტორიული მინიმუმია და წინა კოვიდ პანდემიურ შოკამდე უმუშევრობის დონესთან შედარებითაც 0.3 პ.პ-ით არის შემცირებული, მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში უმუშევრების რაოდენობა ბოლო 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია და 21 საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა.

 

ნიშანდობლივია, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წარმოდგენილი მეთოდოლოგიის მიხედვით (ILO-ს მოდელირებული შეფასება) საქართველოში უმუშევრობა 2021 წლის დონესთან შედარებით 0,9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 2022 წელს 11,3% შეადგინა, რაც არა თუ ბოლო ათწლეულის არამედ, ბოლო 20 წლის მინიმუმია.

 

მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა, ბოლო 10 წლის განმავლობაში კი თითქმის განახევრებულია, შემცირებულია რა 2012 წელთან შედარებით 46%-ით.

 

კერძოდ, მსოფლიო ბანკის შეფასებით 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6% შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი სამუშაო ძალის 11,3% -ია, ანუ 175 ათასი ადამიანი.

 

აღნიშნული კვლევა იმითაც არის აღსანიშნავი, რომ როგორც ვხედავთ უმუშევრობის დონე მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიით შედარებით ნაკლებია ვიდრე საქსტატის მიერ ნაჩვენები 17.3 %.

 

ეს ფაქტორი მიუთითებს საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ციფრების რეალობაზე, რაც გაცილებით უფრო მკაცრი კრიტერიუმებით არის დათვლილი და აქარწყლებს ცალკეულ ექსპერტთა თუ ხელისუფლების ოპონენტთა კრიტიკას უმუშევრობის შემცირების და დასაქმების უტყუარობაზე.

 

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკს უმუშევართა კატეგორიაში არ შეჰყავს თვითდასაქმებულთა გარკვეული კატეგორია თუ ის დამატებით შემოსავალს იღებს საქმიანობის გარკვეული სეგმენტებიდან, საქსტატის მეთოდოლოგიისაგან განსხვავებით.

 

აქვე დავამატებ, რომ საქსტატის მიხედვით უმუშევრობის შემცირებასთან ერთად, დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად - 66.3 ათასით გაიზარდა და 1283.7 ათასი შეადგინა. ამასთან, დასაქმების დონე 42.9%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი!“ - წერს ცუცქირიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner