logo_geo
eng_logo
სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
- +

22 მაისი. 2023. 12:54

 

 

სამხატვრო აკადემიაში თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიასა და  ახალგაზრდობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე  ირაკლი გივიაშვილმა და სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ.

 

მემორანდუმის თანახმად, მხარეთა თანამშრომლობის მთავარი მიზანია სტუდენტების სრულფასოვანი განვითარებისთვის შესაფერისი გარემოს შექმნა, ასევე - სააგენტოს ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით განსახორციელებელ სხვადასხვა პროგრამაში, პროექტსა და ღონისძიებაში აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა.

 

მხარეები ხელს შეუწყობენ თანასწორუფლებიან თანამშრომლობას, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალგაზრდული პოლიტიკის განხორციელების პროცესში სააგენტოს მიერ აკადემიის სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტების მონაწილეობის ხელშეწყობას მათი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

 

https://www.facebook.com/MinistryofCultureSportandYouth/posts/pfbid02JX8qpqq9KmxQw9t1XxPYxz2hF9DgWank37vV2E74ka1TgepaxkCQXJ8ibQzeqvwMl   

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner