ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის ფეისბუქ-სტატუსს ეხმიანება, რომელიც პრემიერ-მინისტრის ვაჟის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებას უარყოფითად აფასებს.
როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.
„ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.
ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სამზარეულოს ტიპის კლუბი თვითკმაყოფილებაშია იმით, რომ თვითილუზიაში ვითომ პროგრესულობითა და ვითომ შემწყნარებლობით. რეალურად კი მსგავსი სუბიექტები ნეოფაშისტები არიან ფსევდოლიბერალიზმის დაძონძილი სამოსით. პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ!“ - წერს აბაშიძე ფეისბუქზე.