logo_geo
eng_logo
გამოკითხვის მიხედვით, ყველაზე მაღალი კეთილგანწყობით გიორგი კვირიკაშვილი სარგებლობს
- +

3 სექტემბერი. 2016. 12:04



კვლევის თანახმად, რომელიც ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარდა,  დადებითი ბალანსი მხოლოდ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს აქვს. კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის მიმართ მოწონება 38% აქვს, ხოლო- არ მოსწონს 23%.


„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერი დავით ბაქრაძე გამოკითხულთა 30%-ს მოსწონს, ხოლო 38%-ს არ მოსწონს. მესამე ადგილზეა პაატა ბურჭულაძე, რომელიც გამოკითხულთა 23%-ის სიმპათიით სარგებლობს, თუმცა, 37% მის მიმართ კეთილგანწყობილი არ არის.


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი გამოკითხულთა 23%-ის მოწონებას იმსახურებს, ხოლო 39%-ს არ მოსწონს.


„თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას მიმართ კეთილგანწყობილ ამომრჩეველთა რაოდენობა 20%-ია, ხოლო 38% - არაკეთილგანწყობილია.


ყველაზე მაღალი უარყოფითი განწყობა, კვლევის თანახმად, ირმა ინაშვილს (43%) და ნინო ბურჯანაძეს (58%) აქვთ. ირმა ინაშვილი ამომრჩევლის 15%-ის, ხოლო ნინო ბურჯანაძე ამომრჩევლის 13%-ის სიმპათიით სარგებლობს.


სოციოლოგიური კვლევა ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია „JPM Strategic Solutions"-მა საქართველოს მასშტაბით 18-დან 27 აგვისტოს ჩათვლით ჩაატარა. კვლევის ფარგლებში პირისპირი ინტერვიუს მეთოდით, 1200 ამომრჩეველი გამოიკითხა. კვლევას 2,8%-იანი ცდომილების მაჩვენებელი აქვს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner