„თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას, ეს უკვე არის იმის მკაფიო ნიშანი, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს“, - ასე ეხმაურება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრებს არ უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთ გამგზავრების და სწავლის უფლება, ვინაიდან „მათი მშობლები სხვა ქართველ ბავშვებს რუსეთისთვის წირავენ“.
ანჯაფარიძის თქმით, მსგავსი განცხადებები ერთ-ერთი მიზეზია, თუ რატომ აკლდება ოპოზიციას რეიტინგი, რასაც კვლევებიც ადასტურებს.
მიუხედავად ამისა, ექსპერტის შეფასებით, ოპოზიციას არც უნდა და არც შეუძლია ქცევის წესების შეცვლა, რასაც ჩერგოლეიშვილის აღნიშნული პოსტიც მოწმობს.
„რადიკალურ ოპოზიციას სწყინს და უკვირს, რომ წლითიწლობით ელექტორატი ხელიდან ეცლებათ, რასაც მათი მეგობარი ორგანიზაციების გამოკითხვებიც ადასტურებენ. თუმცა, არ უნდათ და ალბათ არც შეუძლიათ რამე შეცვალონ თავიანთ ზარალიან ქცევის წესებში. თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას ეს უკვე არის იმის მკაფიო ნიშანი, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს“, - წერს ანჯაფარიძე ფეისბუქზე.