ანალიტიკოსი გია აბაშიძე მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკას ეხმაურება, რომლის თანახმად საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 10 წელიწადში თითქმის განახევრებულია.
გია აბაშიძის თქმით, პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები ახალგაზრდა თაობებისთვის მავნებლურ ტვინის რეცხვას განაგრძობენ, თუმცა, აქვე, ანალიტიკოსი აღნიშნავს, რომ ჯეროვანი და სიღრმისეული მიდგომით ახალგაზრდა თაობაში ამ გავლენების შემცირება შესაძლებელია:
„მრავალი მიმართულებით საქართველოს პროგრესს ობიექტურად აფასებენ წონადი საერთაშორისო ინსტიტუტები, ხოლო რადიკალები განაგრძობენ ნაცარში გორაობას შეთითხნილი ფაქტებით. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, ირკვევა, რომ საქართველოში უმუშევრების რაოდენობა 21-ე საუკუნის ახალ ისტორიულ მინიმუმზეა. მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2012 წელს საქართველოში უმუშევრობის დონემ სამუშაო ძალის 19,6% შეადგინა, რაც 324 ათასს უმუშევარს გულისხმობს, 2022 წელს კი უმუშევარი, სამუშაო ძალის 11,3%-ია (175 ათასი ადამიანი). თუმცა, ერთ-ერთ პრობლემად რჩება ის, რომ პოლიტიკოსებად წოდებული ნაცთაღლითი ბიზნესმენები, მათი ყველაფერზე წამსვლელი უცხოელი მოკავშირეები თუ ანგარებიანი, ფლუგერი ლექტორები განაგრძობენ ახალგაზრდა თაობების მავნებლურ ტვინის რეცხვას. მიმაჩნია, რომ ჯეროვანი და სიღრმისეული მიდგომით, ნაცპარაზიტების ტოქსიკური გავლენების შემცირება შესაძლებელია“, - წერს გია აბაშიძე ფეისბუქზე.