logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: ფადი ასლი საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს
- +

22 მაისი. 2023. 14:16

 

 

„რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო!“ - ასე ეხმიანება დიპლომატი, პროფესორი გიგლა ბარამიძე სოციალურ ქსელში ფადი ასლის განცხადებას, რომელშიც ის სვამს კითხვას „გვინდა გაერთიანება ორ სეპარატისტულ რეგიონთან, როგორც რუსეთის მონა, თუ ვიცხოვროთ დამოუკიდებელ საქართველოში, როგორც ევროკავშირის წევრმა, ამ ორი რეგიონის გარეშე?!“.

 

ბარამიძის განცხადებით, ფადი ასლი ამ გზავნილით სახელმწიფოს შიდა და გარე მტრების სურვილს ახმოვანებს, ხოლო მათი ადგილი, ვისაც საქართველო აფხაზეთის და სამაჩაბლოს გარეშე წარმოუდგენია, ამ ქვეყანაში არ არის.

 

„ძვირფასო მეგობრებო, რა კავშირია მანქურთსა და ფადი ასლის სისინს შორის? ერთი უმთავრესი: - ორივესთვის მტკივნეულია ერთიანი და ძლიერი საქართველო! იმ წუნკლებს, რომელთაც, საქართველო აფხაზეთ-სამაჩაბლოს გარეშე დაუსახავთ, მათი ადგილი ჩვენს ქვეყანაში არ არის!!! და ბოლოს, ვინმე ფ. ასლი მარტო როდია, ის, საქართველოს შიდა და გარე მტრების ნატვრას ახმოვანებს“, - წერს გიგლა ბარამიძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner