logo_geo
eng_logo
ლევან ქარუმიძე: დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს
- +

22 მაისი. 2023. 14:18

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან ქარუმიძე ეხმაურება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვარაუდს, რომლის განცხადებითაც მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ, ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობებიც აღდგება.

 

„ნონსენსია. ასეთი დისკუსია ვერასოდეს გაიმართება, თუ არ მოხდება საქართველოს სრული დეოკუპაცია და რუსეთი სამუდამოდ არ დატოვებს ჩვენს ტერიტორიებს“, - წერს ქარუმიძე twitter-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner