logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: მმართველმა პარტიამ აღიარა ქართულ პოლიტიკაში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობა
- +

3 სექტემბერი. 2016. 12:13



მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა და საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა სალომე ზურაბიშვილმა „რეპორტიორთან" თავის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

 

- ამჯერად მთაწმინდის მაჟორიტარობისთვის იბრძვი. როგორც დამოუკიდებელმა მაჟორიტარმა კანდიდატმა, მმართველი პარტიისგან მხარდაჭერა მხოლოდ თქვენ დაიმსახურეთ და მანდატის მოსაპოვებლად ქართული ოცნების" კანდიდატთან დაპირისპირება არ გიწევთ. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?



- მათი მხრიდან ეს არის არაორდინარული ნაბიჯი, ყოველ შემთხვევაში, ქართული პოლიტიკისთვის. უბრალოდ, მმართველმა პარტიამ აღიარა ქართულ პოლიტიკაში ჩემი მრავალწლიანი საქმიანობა. თუმცა, ჩემი აზრით, სწორი და ლოგიკური ნაბიჯია, როცა მიზანი არის, რომ გავიდეს ის კანდიდატი, რომელსაც აქვს რეალური შანსი გამარჯვების და არა  ის კანდიდატი, რომელიც წარმოადგენს წარსულს და ყოფილ ხელისუფლებას.


- თქვენს სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით, რას აპირებთ მაჟორიტარად მოსვლის შემთხვევაში?


- დამოუკიდებელ მაჟორიტარს პროგრამა არ გააჩნია, მაგრამ მას აქვს ხედვა, რა შეიძლება გაკეთდეს  პარლამენტში. მე ვაპირებ პირველ რიგში შევიდე პარლამენტში იმ საკითხით, რომელზეც ვიბრძვი უკვე რამდენი ხანია - მოქალაქეობის არჩამორთმების და უცხოეთში მყოფი ემიგრანტების ინტერესების დაცვის საკითხით. ასევე ვაპირებ, დავიცვა ის ხედვა ევროპულობის, რაც მოიცავს სტანდარტების გაუმჯობესებას და ჩვენს  ქვეყანაში ცხოვრების იმ სტილის და დონის შემოტანას, რომელსაც ვეძებთ ჩვენ უცხოეთში.


ეს ეხება ჯანდაცვას, გამწვანებას,  არქიტექტურას, ეს ეხება ჩვენი ცხოვრების ყველა სფეროს, სადაც ჩვენ გვინდა, გავხდეთ უფრო თანამედროვე და კომფორტული ქვეყანა.


 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner