logo_geo
eng_logo
სოფელ დიღომში, ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
- +

22 მაისი. 2023. 17:32

 

 

საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ნიკოლოზ ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა.

 

პროექტის ფარგლებში, 12 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, ტერიტორიაზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი. აღნიშნულ ქუჩაზე მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. პროექტის განხორციელების შედეგად კი, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.

 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ავთანდილ ცინცაძესთან ერთად გაეცნო.

 

ბარათაშვილის ქუჩაზე საგზაო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 300 000 ლარი დაიხარჯა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner