logo_geo
eng_logo
თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით, CAREC-ის მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
- +

22 მაისი. 2023. 17:37

 

 

22 მაისს, თბილისში, აზიის განვითარების ბანკის ორგანიზებით CAREC-ის  (ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის)  მე-7 რეგიონალური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.

 

ღონისძიება საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა გახსნა. დავით ფერაძემ 2022 წელი შეაჯამა და გაზრდილი ტვირთბრუნვის, შემოსავლებისა და საკონტენიერო გადაზიდვების მიმართულებით არსებულ დადებით ტენდენციებზე ისაუბრა. კერძოდ, რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ხაზი გაუსვა კომპანიაში მიმდინარე მოდერნიზაციისა და ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტების მნიშვნელობას. მისი განცხადებით, აღნიშნული პროექტები რკინიგზის გამტარუნარიანობისა და მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებას ემსახურება. დავით ფერაძემ ყურადღება გაამახვილა ანაკლიის პორტის აშენების უპირატესობაზე, რომელიც დერეფნის განვითარებას შეუწყობს ხელს. მისივე განმარტებით, პორტის დასრულების შემდეგ, გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ახალმა პორტმა პანამაქსის ტიპის ხომალდები მიიღოს.

 

დღევანდელ შეხვედრაზე, CAREC-ის  წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა ADB-ის (აზიის განვითარების ბანკის)  ტექნიკური დახმარების ფარგლებში მიღწეული შედეგები და დაგეგმილი აქტივობები განიხილეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner