არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია „Wizz Air Abu Dhabi“ ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებით, ფრენის განრიგის მიხედვით, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი-ქუთაისი და ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა დაემატება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ფრენები კვირაში 9-ჯერ შესრულდება.
სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „Wizz Air Abu Dhabi“-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.