logo_geo
eng_logo
„Wizz Air Abu Dhabi“ აბუ დაბიდან ქუთაისში კვირაში 9-ჯერ იფრენს
- +

22 მაისი. 2023. 18:26

 

 

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია „Wizz Air Abu Dhabi“ ქუთაისის მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის.

 

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს (GCAA) განცხადებით, ფრენის განრიგის მიხედვით, მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან აბუ დაბი-ქუთაისი და ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 ფრენა დაემატება და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ფრენები კვირაში 9-ჯერ შესრულდება.

 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ „Wizz Air Abu Dhabi“-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა უკვე მიანიჭა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner