logo_geo
eng_logo
სოსო ჯოხაძის მკვლელობაში ბრალდებული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყო
- +

3 სექტემბერი. 2016. 12:15



„ბადუკა" - იგივე ბადრი ნათობაძე, რომელიც ბრალდებულია ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის სოსო ჯოხაძის მკვლელობასა და ადვოკატ ზაქარია ჩიბუხაშვილის დაჭრაში, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი იყო.


ბადრი ნათობაძე 2002-2003 წლებში „ნაციონალური მოძრაობის" ვაკის ახალგაზრდული რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე იყო. ის დაახლოებული იყო მიხეილ სააკაშვილთან, მეგობრობს გივი თარგამაძესთან და მის ოჯახთან, გიგა ბოკერიასთან, ლევან თარხნიშვილთან და „ნაციონალური მოძრაობის" სხვა ლიდერებთან.


არსებული ინფორმაციით, ნათობაძეს ასევე ახლო ურთიერთობა გააჩნდა გიორგი არველაძესთან, რომელმაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციიის ხელმძღვანელად მუშაობის დროს, მას მუშაობა დააწყებინა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციაში.


შეგახსენებთ, რომ გუშინ ვაკეში შეიარაღებული თავდასხმა მოხმდა, რა დროსას, ბადრი ნათობაძემ ცეცხლსასროლი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა სოსო ჯოხაძეს, ხოლო გულმკერდის არეში დაჭრა მასთან ერთად მყოფი ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილი. თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner