ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დანაშაული გენოციდად აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ ჩერნევის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ლუქსემბურგში ასამბლეის სესიაზე ჩვენ მივაღწიეთ, რომ მიგვეღო უკიდურესად ძლიერი დეკლარაცია, რომელსაც ექნება შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები“, - აღნიშნა ჩერნევმა.
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად აღიარა ერთხმად“, - აღნიშნა უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა.
გარდა ამისა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ ასევე მოუწოდა წევრი ქვეყნების მთავრობებს, ღიად განაცხადონ ვილნიუსის სამიტზე, რომ უკრაინა გახდება ალიანსის წევრი და შეთანხმდნენ გარკვეულ ნაბიჯებზე უკრაინის ნატოში გაწევრიანების მიზნით.