logo_geo
eng_logo
ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გამოაცხადეს
- +

23 მაისი. 2023. 00:35

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა.

„ბელგოროდის ოლქში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს გამოცხადდა კონტრტერორისტული ოპერაციის სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც ადგენს სპეციალურ ზომებს და დროებით შეზღუდვებს“, - განაცხადა რეგიონის ხელმძღვანელმა.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა ვლადიმირ პუტინს შეატყობინეს ბელგოროდის ოლქში „უკრაინელი დივერსანტების“ შეჭრის მცდელობის შესახებ.

თავდაცვის სამინისტრომ, უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა და სასაზღვრო სამსახურმა რუსეთის პრეზიდენტს მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინელი დივერსანტების მცდელობის შესახებ, რომ ბელგოროდის რეგიონში შეეღწიათ. მიმდინარეობს მუშაობა მათი რუსეთის ტერიტორიიდან განდევნასა და განადგურებაზე. ადგილზე საკმარისი ძალა და საშუალებაა მობილიზებული“, - აღნიშნა კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner